Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რესპუბლიკური პარტია ერთნაირი სქესის მქონე პირთათვის სამოქალაქო პარტნიორობას ლობირებს
Civil.ge
21 September 2017, 18:05

რესპუბლიკური პარტია პარლამენტში ერთნაირი სქესის მქონე პირთათვის სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას და ლობირებას გეგმავს, განაცხადა პარტიამ 18 სექტემბერს მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის „სამოქალაქო კონტრაქტი პარტნიორობის შესახებ“ წარდგენისას.

დოკუმენტი, რომელიც შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის მიერაა დაფინანსებული და უფლებადამცველ ორგანიზაციასთან „ლიბერალური ხაზი“ პარტნიორობით შემუშავდა, ერთნაირი სქესის მქონე პირთა ქორწინების რეგულაციების საერთაშორისო პრაქტიკას მიმოიხილავს და ამ საკითხზე პარტიის ხედვას ასაჯაროვებს. 

„საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები. ლგბტ ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ, ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. პრობლემის მოგვარების მიზნით, რესპუბლიკური პარტია საჭიროდ მიიჩნევს, რომ ლგბტ პირებს შორის „ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და პარტნიორებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და სარგებლის მიღებას“.

პარტიას ასევე მიაჩნია, რომ სამოქალაქო პარტნიორობა ახალი კანონის ფორმით უნდა იქნას შემოღებული, რომელიც პარტნიორებს შორის ქონებრივ და პირად ურთიერთობებს დაარეგულირებს, თუმცა მათ ბავშვის აყვანის უფლებას არ მიანიჭებს. დოკუმენტის თანახმად, „ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე“. 

„ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა არ უნდა იყოს მხოლოდ აკვიატებული და გაუაზრებელი იდეა. ევროპული სივრცე გულისხმობს ინდივიდის და არა ინდივიდთა ჯგუფის დაცულობას, ადამიანის და არა დომინანტი ჯგუფის უპირატესობას. ქართულმა სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სტანდარტები, ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა უგულებელყოფდეს ლგბტ ადამიანებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის გამოქვეყნებამდე სამი დღით ადრე რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის საკრებულოს კანდიდატებს შორის ნინო ბოლქვაძე დაასახელა, რომელიც ლგბტ პირთა უფლებების დამცველი და სამოქალაქო აქტივისტია. აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძე ღიად ლესბოსელი კანდიდატია.

რესპუბლიკურმა პარტიამ განუცხადა Civil.ge-ს 21 სექტემბერს, რომ სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავების პროცესშია და პარტიამ ჯერ ზუსტად არ იცის, როდის წარედგინება ის პარლამენტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის „მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა“, ხოლო ერთნაირი სქესის მქონე პირთა შორის ქორწინება აკრძალულია. ქორწინების განსაზღვრას შეიცავს ასევე ახალი კონსტიტუცია, რომლის მესამე მოსმენით მიღება სექტემბრის ბოლოს იგეგმება და რომლის თანახმადაც, ქორწინება არის „კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“.  

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც მანამდე ქართული ოცნების კოალიციის წევრი იყო, დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა და ხმების მხოლოდ 1.55% მიიღო.

არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ პარტია მისმა რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შოროს პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც მოგვიანებით შენების მოძრაობა ჩამოაყალიბა 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის.

რესპუბლიკურმა პარტიამ თავისუფალ დემოკრატებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა, თუმცა ამ უკანასკნელმა მალევე შეწყვიტა არსებობა. თავისუფალმა დემოკრატებმა განაცხადეს აგვისტოს დასაწყისში, რომ ისინი არ მიიღებდნენ მონაწილეობას 21 ოქტომბრის არჩევნებში და სანაცვლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადებოდნენ.

რესპუბლიკური პარტია 2007 წლიდან ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) სრულუფლებიანი წევრია.

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი